მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"შტატები ამაყად დგას თქვენს გვერდით" - აშშ-ის საელჩო საქართველოს პოლიციის დღეს ულოცავს

პატრულის მანქანა ინფექციურთან

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს პოლიციის დღეს ულოცავს.

აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიციელებმა COVID-19-ის საპასუხო ქმედებებისას თავდაუზოგავი ერთგულება აჩვენეს.

"პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ, ხშირად, სახიფათო ვითარებაში. ამ მამაცი კაცებისა და ქალების უმრავლესობა ყოველდღიურად საფრთხეში იგდებს თავს და მრავალ უძილო ღამეს ატარებს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. რთულ მომენტებში შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, ვიცით რა, რომ ისინი ყოველთვის უპასუხებენ ჩვენს ზარს. დღეს ვუერთდებით მთელ საქართველოს პოლიციის დღის აღნიშვნაში და მადლობას ვუხდით პოლიციის ოფიცრებს, რომლებმაც COVID-19-ის საპასუხო ქმედებებისას გვიჩვენეს თავდაუზოგავი ერთგულება. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად დგას თქვენ გვერდით", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.