მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სტოლტენბერგი: იმედი გვაქვს საქართველოში არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება

ნატო-ს გენერალური მდივანი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის შტაბბინაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

სტოლტენბერმა გახარიასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველოს პარტნიორობა ნატოსთვის უსაფრთხოების გარანტიაა.

„ჩვენ იმედი გვაქვს საქართველოს არჩევნები უმაღლესი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება. ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის ასევე ნატოსთვის. ბატონო პრემიერო დიდი მადლობა ჩამობრძანებისთვის, მადლობა შეხვედრისთვის, მადლობა პირადი ერთგულებისთვის ალიანსის მიმართ. საქართველოს პარტნიორობა ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიაა“, - დასძინა სტოლტენბერგმა.