მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სტოლტენბერგი: ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს

ნატო-ს გენერალური მდივანი

„მოგიწოდებთ სრულად გამოიყენოთ ყველა თქვენი შესაძლებლობა, რათა კიდევ უფრო დაახლოვდეთ ნატოსთან და მოემზადეთ წევრობისთვის“, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის შტაბბინაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ნატოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრა. სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ძალიან აფასებს იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს ნატოსთან აკავშირებს.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-საქართველოს ორმხრივი პარტნიორობა პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია.

„ბატონო გიორგი ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმოთ ნატოს სათაო დაწესებულებაში. ძალიან ვაფასებ იმ ძლიერ და მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს ნატოსთან აკავშირებს.

საქართველო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ უსაფრთხოების სფეროში და ბევრ სხვა მიმართულებით ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მათ შორის სწავლებებში, ავღანეთის მისიაში. თქვენ შეგიძლიათ ამაყი იყოთ იმ წვლილის გამო, რომელიც ნატოს უსაფრთხოებაში შეგაქვთ.

ჩვენი შეხვედრის განმავლობაში ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველო-ნატოს შორის თანამშრომლობის შესახებ ვისაუბრეთ შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში, მოკავშირეები ვთანხმდებით, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა ვითანამშრომლოთ ერთობლივი წვრთნების განმავლობაში შავი ზღვის რეგიონში.

ნატოს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ არის საერთაშორისოდ აღიარებული. ჩვენ ვაღიარებთ რეგიონებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს შემადგენლობაში. მევესალმებით იმ წინსვლას, რომელიც საქართველოს აქვს მიღწეული. მოგწოდებთ ამ მიმართულებით სრულად გამოიყენოთ ყველა თქვენი შესაძლებლობა, რათა კიდევ უფრო დაახლოვდეთ ნატოსთან და მოემზადოთ წევრობისთვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.