მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტადაჰარუ უეჰარა: თანამედროვე რეალობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

იაპონიის ელჩი საქარტველოში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან ნინო წილოსანთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

მინისტრმა გარემოსდაცვითი მიმართულების მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმების შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ, პარალმენტთან ერთად, მიმდინარე წელს, ინიციატივებსა და საკანონმდებლო აქტებზე აქტიურ მუშაობას გავაგრძელებთ, რაშიც ჩვენი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უაეჰარამ სამინისტროს მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"თანამედროვე რეალობაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებები განსაკუთრებით საჭირო და მნიშვნელოვანია. მინდა მოგახსენოთ, რომ სწორედ თქვენი სამინისტროს მიერ ორგანიზებულმა ღონისძიებამ ნარჩენების სეპარაციის შესახებ, მიბიძგა საელჩოში, ჩემს ადმინისტრაციასთან ერთად, ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებისკენ. გიდასტურებთ მხარდაჭერას“, - აღნიშნა ტადაჰარუ უეჰარამ.