მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თაკო ჩარკვიანი: კალაძეს ის ვერ გაურკვევია მისი ერთი ფეხი რას აკეთებს და მეორე რას, აბა მას რა დაეჯერება?

თაკო ჩარკვიანის ფოტო

„კახა კალაძეს ოპოზიციურ სპექტრში დისონანსის შეტანა სურს, ამიტომაც ამბობს, რომ პარლამენტში შესვლის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კახა კალაძეს არაფერი დაეჯერება.

„კახა კალაძეს რა დაეჯერება? მას ის ვერ გაურკვევია მისი ერთი ფეხი რას აკეთებს და მეორე რას. მსგავსი არაფერი მსმენია, უარვყოფ რომ ოპოზიციის შიგნით არის აზრთა სხვადასხვაობა“, - დასძინა თაკო ჩარკვიანმა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას ამ ეტაპზე ქუჩაში დარჩენის მეტი არაფერი შეუძლია.

„მეტი რა შეგვიძლია ოპოზიციას? ეს არ ყველაზე სწორი გზა. თუ კი ხელისუფლებამ ბოლომდე კალაძის ჭკუაზე იარა ეს მათთვის ძალიან ცუდად დასრულდება.

ჩვენ ვთავაზობთ, რომ გარკვეული ადამიანები თუ კი ჰყავს მას გარშემო მოუხმოს და ხალხის რისხვა როგორი ძნელია არ გამოსცადოს“, - დასძინა თაკო ჩარკვიანმა სატელევიზიო ეთერში.

აგრეთვე თაკო ჩარკვიანის თქმით, ისინი არავის არ ეჯიბრებიან.

„ჩვენ არავის არ ვეჯინებით. სასამართლოს ერთი სარჩელი მაინც, რომ მიეღო ეს უკვე ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა“, - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციურ სპექტრში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით დიდი აზრთა სხვადასხვაობაა.

👉 შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, საპარლამენტო მანდატების გამოყენებაზე უარს აცხადებენ.

👉 ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, პარლამენტში შესვლის თაობაზე მოლაპარაკება აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით მიმდინარეობს.