მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ შეკრებაზე: ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა

პარლამენტის თავმჯდომარე, 2020

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ შეკრებას საკუთარი ქვეყნის და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას უწოდებს.

თალაკვაძის თქმით, პარტიის ქცევა აჩვენებს, რომ ადამიანი მათთვის ნულოვანი ღირებულების მატარებელია

„მაშინ, როდესაც ჯანდაცვის პროფესიონალების დაძაბული შრომის შედეგად, აჭარაში კოვიდ 19-ის შემთხვევათა სტაბილიზაციას მივაღწიეთ, ნაც.მოძრაობამ ბათუმში შეკრიბა მოქალაქეები უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე. ეს არის საკუთარი ქვეყნის და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედება! კერძოდ:

შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, ამის გამო აჭარაში (და სხვა რეგიონებშიც, რადგან ხალხის ნაწილი სავარაუდოდ ჩაყვანილი ჰყავდათ სხვა მუნიციპალიტეტებიდან) დიდი ალბათობით საჭირო იქნება ექიმების და სამედიცინო სერვისების კიდევ უფრო მეტად მობილიზება, ძალისხმევის გაორმაგება - ეს სამედიცინო რესურსები კი ამ დროს, მთელს ქვეყანაში სხვა მოქალაქეებს სჭირდებოდათ.

ამ პარტიის ქცევა აჩვენებს, რომ ადამიანი მათთვის ნულოვანი ღირებულების მატარებელია და რევანშისთვის ისინი საკუთარ მხარდამჭერებსაც გაწირავენ. შესაბამისად, ყველაფერი რასაც ადამიანებს პირდებიან - სიცრუეა“, - წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 16 ოქტომბერს ბათუმში აქცია გამართა.