მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალაკვაძე: სააკაშვილს სჭირდება სამი არა, რათა ნიჭიერი პოლიტიკოსების კონკურსი დატოვოს

პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი 2019

„როგორც ჩანს მიხეილ სააკაშვილს სჭირდება სამი არა, რომ დატოვოს ნიჭიერი პოლიტიკოსების კონკურსი“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე აქვე დასძენს, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ორი არა უკვე მიიღო, მესამე არას კი, 2020 წლის არჩევნებში მიიღებს.

„რეალურად ის უკანონოდ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, ვინაიდან არ გახლავთ ამ ქვეყნის მოქალაქე, ის უკანონოდ ერევა პარტიების საქმიანობაში, რასაც კრძალავს დემოკრატიული პრინციპები. რეალურად მიხეილ სააკაშვილი დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესში აქტიურად არის ჩართული. კითხვაზე, აპირებს თუ არა წინასაარჩევნოდ საქართველოში ჩამოსვლას, სააკაშვილი პასუხობს: „არ ვაპირებ რამე „ნაკოლების“ მიცემას ივანიშვილისთვის და მისი გუნდისთვის“.