მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავდაცვის მინისტრმა SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერი დააჯილდოვა

დაჯილდოვება თავდაცვის სამინისტროში

ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი რანგის საზღვაო კაპიტანს, შტეფან ანიჰოფერს ნატო-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი წვლილისა და  ალიანსში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და  უწყებრივი მედლით „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ დააჯილდოვა.

მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე, მისი განხორციელების პროცესში საერთაშორისო  ექსპერტების დახმარებასა და განსაკუთრებით გერმანიის, როგორც ლიდერი ქვეყნის მნიშვნელოვან კონტრიბუციაზე ისაუბრა. 

პირველი რანგის საზღვაო კაპიტანი შტეფან  ანიჰოფერი SNGP-ის ძირითად ჯგუფს 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა.