მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები StopCoV ფონდში ხელფასების 1/3-ს გადარიცხავენ

თბილისის საკრებულოს წევრი

თბილისის საკრებულოს უმრავლესობა, პარტია "ქართული ოცნების" ინიციატივას შეუერთდა, რომლის ფარგლებშიც, საკრებულოს უმრავლესობის წევრები, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, StopCoV  ფონდში, ხელფასების 1/3-ს გადარიცხავენ.

ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბექა დავითულიანის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ.

მისივე თქმით, საკრებულომ დაიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც, თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს (ოთხი და მეტი შვილი) ეხმარება. ამ ინიციატივის შედეგად, უმრავლესობის დეპუტატები მოსახლეობის დასახმარებლად ფინანსებსაც გაიღებენ.

„თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები მხარს ვუჭერთ და ვუერთდებით მმართველი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ხელფასების 1/3, მომდევნო 3 თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში​ გადავრიცხოთ. თბილისის მერია და საკრებულო არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს და მნიშვნელოვანია, რომ ახლა უკვე თითოეულ დეპუტატს ეძლევა საშუალება მოსახლეობის დასახმარებლად ფინანსური მონაწილეობა  მიიღოს“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.