მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეა წულუკიანი: სააკაშვილი დაემსგავსა ღამურას

იუსტიციის მინისტრი 2020

„ქვეყნის შიგნით განაჩენებით დადასტურებული კრიმინალია და ქვეყნის გარეთ, რასაც მისი განცხადებები მოწმობს, დაემსგავსა ღამურას“,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში განაცხადა.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილმა ვერცერთ ქვეყანაში ვერ დაიმკვიდრა ადგილი.

„ის აქაურიც ვეღარ არის. ცდილობს ფეხი აქაც მოიკიდოს, რისი პოლიტიკური რესურსი და შანსი მას არ გააჩნია და იმ ქვეყნებში, სადაც ჩაივლის ხოლმე, რა თქმა უნდა, ფეხს ვერ იკიდებს, რადგან ის არც არასდროს ყოფილა რეფორმატორი.

ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეს მარგინალური, კრიმინალური ძალა რა განცხადებებს გააკეთებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ვემზადებით მაღალი ხარისხის დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნებისთვის“,- განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესში აქტიურად არის ჩართული. კითხვაზე, აპირებს თუ არა წინასაარჩევნოდ საქართველოში ჩამოსვლას, სააკაშვილი პასუხობს: „არ ვაპირებ რამე „ნაკოლების“ მიცემას ივანიშვილისთვის და მისი გუნდისთვის“.