მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს.

თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაშია. კანონმდებლობა კი, პარლამენტის წევრობის კანდიდატს მინისტრის თანამდებობის დატოვებას ავალდებულებს.

თეა წულუკიანი ერთადერთი მინისტრია, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან თანამდებობა არ დაუტოვებია.

მან მინისტრის თანამდებობის დატოვებამდე იუსტიციის სამინისტროში 8 წლიანი საქმიანობა შეაჯამა.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.