მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

The Daily Signal: საქართველო დღეს აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია რიგ კრიტიკულ გლობალურ საკითხში

თბილისი, მტკვარი, მშვიდობის ხიდი

საქართველო დღეს აშშ-ის პარტნიორია COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში. ამ პარტნიორობაში მთავარ როლს ასრულებს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი. 2013 წელს დაარსებული ლაბორატორია იქცა მთავარ რესურსად კორონავირუსთან ბრძოლაში. აქ 24 საათზე ნაკლებ დროში ტარდება ასობით ნიმუშის ტესტირება და შედეგების დაბრუნება, - The Daily Signal აქვეყნებს სტატიას, სახელწოდებით „საქართველო წარმოადგენს ამერიკის გამოცდილ მოკავშირეს საერთო გამოწვევებთან ბრძოლაში“.

სტატიის თანახმად, საქართველომ გამოამჟღავნა სიმტკიცე და იქცა სანიმუშო ქვეყანად საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გლობალური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით.

„საქართველო, რომელიც სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორია რიგ კრიტიკულ გლობალურ საკითხში. ეს პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა მდებარეობს იმ ძალისხმევის წინა ხაზზე, რომლის მიზანიცაა რუსეთის ექსპანსიონიზმის შეკავება. საქართველომ ათასობით მებრძოლი გაგზავნა ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის მხარდასაჭერად. დღეს კი ქვეყანა აშშ-ის პარტნიორია COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში. ამ პარტნიორობაში მთავარ როლს ასრულებს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი - აშშ-ის მიერ დაფინანსებული კვლევითი ლაბორატორია საქართველოს დედაქალაქის, თბილისის გარეუბანში, რომლის მიზანიცაა „რეგიონში დაავადებათა გავრცელების შეკავება და საბჭოთა კავშირის ბიოლოგიური ომის პროგრამიდან შემორჩენილ მომაკვდინებელ პათოგენებთან ბრძოლა. 2013 წელს დაარსებული ლაბორატორია იქცა მთავარ რესურსად კორონავირუსთან ბრძოლაში. აქ 24 საათზე ნაკლებ დროში ტარდება ასობით ნიმუშის ტესტირება და შედეგების დაბრუნება“. რეგიონში უნიკალური უახლესი ტექნოლოგიური შესაძლებლობების წყალობით, ლუგარის ლაბორატორიამ დაიწყო წვლილის შეტანა კორონავირუსის ქცევის კვლევაში უფრო ფართო საერთაშორისო ასპარეზზეც“, - ნათქვამია სტატიაში.

The Daily Signal იხსენებს აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის სიტყვებს, რომლის თანახმადაც კორონავირუსის მიმდინარე პანდემიასთან ბრძოლაში საქართველომ გადადგა პროაქტიური ნაბიჯები „COVID-19-ის გავრცელების შეკავებისკენ და მისი გავლენის მინიმიზაციისკენ.

„ჯანდაცვის სფეროში ამ თანამშრომლობამ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის უკვე მოუტანა მნიშვნელოვანი სარგებელი ქვეყნის მოსახლეობას, რომელიც სწრაფად იზრდება, მაგრამ დღესაც ერთ-ერთი უღარიბესია ევროპაში. როგორც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 2019 წელს აღნიშნა, მიუხედავად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმშენებლობასთან დაკავშირებული გამოწვევებისა, საქართველომ გამოამჟღავნა სიმტკიცე და იქცა სანიმუშო ქვეყანად საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გლობალური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. როგორც აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ახლახან აღნიშნა, კორონავირუსის მიმდინარე პანდემიასთან ბრძოლაში საქართველომ გადადგა პროაქტიური ნაბიჯები „COVID-19-ის გავრცელების შეკავებისკენ და მისი გავლენის მინიმიზაციისკენ“,- აღნიშნულია The Daily Signal-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

წყარო: The Daily Signal