მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წილოსანი: თბილისში ურბანული ტყის მოწყობის პროექტი,ეკოსისტემის აღდგენის უმნიშვნელოვანესი კონტრიბუციაა

პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნინო წილოსანის შეფასებით, თბილისში ურბანული ტყის მოწყობის შესახებ წარმოდგენილი პროექტი, ქალაქის ეკოსისტემის აღდგენის უმნიშვნელოვანესი კონტრიბუციაა

 "ფონდი „ქართუსა“ და თბილისის მერიის მიერ დღეს წარმოდგენილი პროექტი - თბილისში ურბანული ტყის მოწყობის შესახებ, ქალაქის ეკოსისტემის აღდგენაში უდიდესი და უმნიშვნელოვანესი კონტრიბუციაა. პროექტი 700 ჰა ტერიტორიის, დაწყებული მთაწმინდის ფერდობიდან დასრულებული კუს ტბის ფერდობის ჩათვლით, ბიომრავალფეროვნების ყველა პრინციპის დაცვით გამწვანებას გულისხმობს. დარგის სპეციალისტების, ეკოლოგების, ბიოლოგების, ურბანისტების და სხვათა ჩართულობით ტერიტორიის საფუძვლიანად შესწავლა, ასევე გამხმარი და გაფუჭებული ხეების აღრიცხვა და დამატებით ახალი ენდემური ჯიშის ხეების და ნარგავების დათესვა მოხდება. შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე მოეწყობა სასიარულო ბილიკები და დასასვენებელი სივრცეები, რაც ფაქტიურად ოთხსეზონიან, ლამაზ ეკო სისტემას შექმნის. პროექტის იდეა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს და მას განახორციელებს ფონდი „ქართუ“ დაახლოებით 16 მილიონი ლარის დაფინანსებით. ქალაქის ეკო სისტემის აღდგენის ეს გრძელვადიანი ინვესტიცია, ფასდაუდებელია“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.