მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წულუკიანი: იუსტიციის მინისტრი აღარ ვიქნები

იუსტიციის მინისტრი 2020

„მე იუსტიციის მინისტრი აღარ ვიქნები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

„მინისტრი აღარ ვიქნები, ვიქნები პარლამენტში. ეს ასე არ იგეგმება. მომავალ პოზიციებს მომავალში ვნახავთ, მაგრამ დაგეგმილი არ არის, რომ მე იუსტიციის სამინისტროში დავბრუნდე“, - განაცხადა „რუსთავი 2“ -ის ეთერში თეა წულუკიანმა.

ინფორმაციისთვის, 29 სექტემბერს თეა წულუკიანმა იუსტიციის მინისტრის თანამდებობა დატოვა.

თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაშია. კანონმდებლობა კი, პარლამენტის წევრობის კანდიდატს მინისტრის თანამდებობის დატოვებას ავალდებულებს.

თეა წულუკიანი ერთადერთი მინისტრია, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან თანამდებობა არ დაუტოვებია.