მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომებს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განაგრძობს

გახარია სხდომაზე

კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომებს დღეიდან ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განაგრძობს.

ინფორმაციას მტავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ხალხმრავალი შეკრების თავიდან აცილების მიზნით.

საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება, საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. სხდომის დასრულების შემდეგ, საბჭოს წევრების საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება.