პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: ვზრუნავთ თანამშრომლებზე და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, შევუმსუბუქოთ მძიმე სამუშაო

გომალური თანამშრომლებთან შეხვედრაზე
18:43 სამ. 27 ოქტომბერი
დაკოპირებულია

წალენჯიხაში, პოლიციის ახალი შენობის გახსნის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და რეგიონებში პოლიციის ახალი შენობების მშენებლობაზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, როგორც წალენჯიხაში ისე რეგიონების სხვა ქალაქებშიც პოლიციის შენობების მშენებლობა გაგრძელდება, რადგან თანამშრომლებს მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეთ მძიმე სამუშაოს შესრულების პროცესში.

„სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ, წალენჯიხაში, პოლიციის მაღალი დონის ახალი შენობა გავხსენით. ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლებზე და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, შევუმსუბუქოთ მძიმე სამუშაო, რათა კომფორტი ჰქონდეთ სამუშაო ადგილზე. ეს აუცილებლად გაგრძელდება სხვა ქალაქებშიც. უკვე რამდენიმე შენობა აშენდა, არა ერთი და ორი. აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არა მხოლოდ რეგიონის ცენტრალურ ქალაქებში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგალითად, იგივე, როგორც წალენჯიხაა სამეგრელოსთვის, ყველა ასეთ ქალაქში აშენდეს პოლიციის ახალი შენობები “, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

წალენჯიხაში მდებარე პოლიციის ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და მოეწყო. შენობა 65 თანამშრომელზე არის გათვლილი და მასში, გამომძიებლებისა და დეტექტივების სამუშაო სივრცის გარდა, განთავსებულია დასაკითხი/ამოსაცნობი, საიარაღო და ნივთმტკიცების ოთახები.

შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში, პოლიციელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და მოქალაქეებისთვის ეფექტიანი საპოლიციო მომსახურების მიზნით, ბოლო წლებში, საქართველოს მასშტაბით, უწყების დანაყოფებისთვის 70-მდე ახალი შენობა აშენდა.

ქართვეკმა გოგომ თავი მოიკლა

შეზღუდვები, რომელიც საქართველოში დღეიდან...

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ ყველა შეზღუდვის ჩამონათვალს, რომელიც მომდ...
„თუ ჩვენ აღვასრულებთ ყველაფერ, ამ რეგულაციებს რაც არის, თუ დავიცავთ იმ წესებს, რაც რეკომენდებულია -...
23:58 პარ. 27 ნოემბერი
🔴 ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები - ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 123 470 შემთ...
23:23 პარ. 27 ნოემბერი
მისი თქმით, დღეს კლინიკებში პაციენტების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა მკურნალობს, რასთანაც ჯანდაცვის...
22:48 პარ. 27 ნოემბერი
როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული...
22:16 პარ. 27 ნოემბერი
აბაშიძე-კარასინს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან ოკუპაციის ს...

ამავე ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარ...
21:38 პარ. 27 ნოემბერი
18:01 პარ. 27 ნოემბერი
ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია
საუკეთესო სტარტაპისთვის: * სითიფეი * სფეისფარმსი * იჰოტელსი * შენით *...
18:00 პარ. 27 ნოემბერი
რატომ გახშირდა მიომური კვანძები ახალგაზრ...
რამაზ ჩარექიშვილის სახელს უკავშირდება არაერთი უნიკალური ოპერაცია და უშვილო წყვილ...
17:36 პარ. 27 ნოემბერი
სამოქალაქო აქტივისტები „დავით გარეჯის“ ს...
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ნატალია ილიჩოვა და ივერ...