მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაშაძე: სააკაშვილმა კარგად იცის, რომ ვერავინ მაქცევს მარიონეტად

ახალი საქართველოს ლიდერი

ახალი პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ექს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ მის მიმართ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ვაშაძის თქმით, სააკაშვილმა კარგად იცის, რომ მისი მართვა და მარიონეტად ქცევა არავის შეუძლია, რადგან ამბიციური ადამიანია.

„ახლა კინკლაობის და ერთმანზეთზე თავდასხმის დრო არ არის. ვინ ვინ და მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ მე ვერასდროს ვერავინ მმართავს და მარიონეტად ვერ მაქცევს. ამბიციური ადამიანი ვარ. აქედან გამომდინარე მანაც შეცვალა თავისი რიტორიკა, ყველამ გაიზრა ის, რომ ეს არ არის, ის რაც საერთო წარმატებას მოგვიტანს“, - განაცხადა ვაშაძემ „ფორმულას“ ეთერში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძეს „მთელი ცხოვრება ხელით ვერ ათრევს“.