მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვოლსკი: ახალი საარჩევნო მოდელის სასწორზე შეგდება უპასუხისმგებლობაა

ვიცე-სპიკერი ოცნების ოფისში

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მესამე მოსმენით კენჭისყრა ივნისის ბოლოს გაიმართება.

დეპუტატი ფიქრობს, რომ ამისთვის საკმარისი ხმები ექნებათ.

"თვის ბოლოს ჩვენ უკვე მზად ვიქნებით, რომ ამ თემაზე კენჭისყრა გვქონდეს, საკმარისი ხმები ალბათ მოგროვდება, მაგრამ ამ თემის სასწორზე შეგდება, არის უპასუხისმგებლობა საზოგადოების, ქვეყნის წინაშე", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს დაიწყება, თუმცა, მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო".