მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვოლსკი: არასოდეს ავყოლილვარ ცდუნებას, მეპასუხა "პატრიოტთა ალიანსისთვის"

ვიცე-სპიკერი ოცნების ოფისთან 2019

"არასდროს ავყოლივარ ცდუნებას, მეპასუხა "პატრიოტთა ალიანსის" გამოსვლებისათვის, რადგან ხშირ შემთხვევაში არის რაღაც ენერგია ისეთი, რომელიც გათვლილია საზოგადოების გარკვეული ნაწილის ყურადღების მიქცევაზე", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკის "პატრიოტთა ალიანსის" განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი „ბრტყელ-ბრტელი, მაღალ-მაღალი“ განცხადებების გაკეთება, სახელისუფლებო გუნდის მიმართ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

"რაც შეეხება ნაცკლასტერს, მაზოხისტები ხომ არ ხართ? სადისტები კი იყავით, სანამ ძალა გქონდათ ხელში. რამდენი ადამიანია დაზარალებული ამით?. სისხლისღვრაზე ლაპარაკობთ ახლა. რომელ ბავშვებზე ან ვისზე გიზრუნიათ? ვისთვის რა თანხა გაქვთ ოდესმე მიცემული, განსაკუთრებით, 2008 წელში?",- მიმართა მან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

მისი თქმით, 2008 წლის 7-8 აგვისტოს მაშინდელი სახელისუფლებო გუნდი ამტკიცებდა, რომ რუსეთი არ არის შეტევაზე გადმოსული და აგრესიას არ ახორციელებს.

"გაკვირვებულები არიანო, მოსკოვში კოკოითს რა უნდაო, ჩამოდიო. ტელევიზიაში ან განცხადებები მოისმინეთ ან კონდოლიზა რაისის მოგონებები წაიკითხეთ, ან აშშ-ის ელჩების, ან კოლინ პაუერის კომენტარები მოისმინეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. უშველებელი გეგმა იყო მობილიზებული, რომ ფინანსური და ეკონომიკური ძალისხმევით, უკვე ჩართულობით რუსეთის გავლენა შეემცირებინათ და არ მიეცათ მათთავის საშუალება აგრესიის განვითარებისთვის და რას ვხედავთ? 2006 წლის ივლისიდან მოყოლებული, ყველა შეთანხმება, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-ს საშუალებით იყო მიღწეული, დაიხა, გადაიგდო ურნაში და ამის შემდეგ რაც მოხდა, კარგად ვიცით. თითქოს მოლაპარაკებები იყო ცხინვალთან, მოსკოვთან და ამ დროს გვერდზე დაგვრჩა ის, რასაც ჩვენი დასავლელი მეგპბრები გვკარნახობდნენ. გამოიძახეს ელჩი ვაშინგტონში და ჩამოუწერეს (6-გვერდიანი დოკუმენტია), რა მიმართულებით აპირებდა პოლიტიკის და სტრატეგიის გაგრძლებას აშშ. ამათგან იყო სრული იგნორი. ახლა რაზე მივედით? თურმე ბიძინა ივანიშვილს კიტრი, პომიდორი და კარტოფილი აინტერესებს, რომ გამოიტანოს იაფად მარნეულის რაიონიდან და ძვირად გაყიდოს და ამით მასთან დაკავშირებული კომპანიები სარგებლობენ, ეს ხომ ტყუილია! ეს არის მიზერული. კომპანიასთან კავშირიც არ აქვს და კიდეც რომ ჰქონდეს, მიზერულია მისი ხვედრითი წილი ამ საქმიანობაში.კიდევ რომელი ტყუილები ჩამოვთვალო?",- კითხვით მიმართა ოპოზიციას გიორგი ვოლსკიმ.

ვიცე-სპიკერის განცხადებით, საქარტველოში უამრავი წარმატებული პროექტი ხორციელდება, რომლის გადაფარვასაც ოპოზიცია ხელოვნულარ ცდილობს.