მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვოლსკი: დახმარების დეფიციტზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებსაც წართმევის მეტი არაფერი გაუკეთებიათ

ვოლსკი პარლამენტში

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრემიერ-მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით წარდგენასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"კრიზისზე და მოსახლეობისათვის დახმარების დეფიციტზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებსაც წართმევის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. უზნეობაც აღარ არის საკმარისად იმის შეფასებისათვის, რასაც ესენი სჩადიან, თუმცა თუკი რაიმე შეკითხვა დარჩა ამასთან დაკავშირებით, რასაკვირველია ინტერპელაციაც ხო ახალი სისტემითაა," - აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში, მთავრობის მეთაური მიმდინარე კვირაში დეპუტატების წინაშე კვლავ წარსდგება. გახარიას ინტერპელაციის წესით მოუსმენენ.