მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვოლსკი: რა დაასუსტებს გიორგი გახარიას?!

გიორგი ვოლსკი მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე კომენტარს აკეთებს, 20 ივლისი 2020 წერი

„ზოგი თანამდებობიდან მიდის, ზოგი მოდის, ზოგიც კერძო სექტორში გადადის“, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ნათია მეზვრიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლას. 

მისი თქმით, ნათია მეზვრიშვილის თანამდებობიდან წასვლა არ ნიშნავს იმას, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოზიციები სუსტდება.

„გიორგი გახარიას და ჩვენს გარშემო საკმაოდ კარგი და ძლიერი ფიგურები არსებობენ. ნათია მეზვრიშვილი კარგი მუშაკი იყო, ყოველთვის გამორჩეული, თავისი პრინციპულობით. რაც შეეხება გიორგი გახარიას, რა დაასუსტებს მას? მთავრობის აპარატში ბევრი ადამიანია, რომელიც გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან“,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.