მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაალ ანჯაფარიძე: ევროსაბჭოს რეზოლუციის 1633 მე-5 პუნქტი, რომელსაც მშვიდად და უდრტვინველად ხელი მოაწერა „ნაცმოძრაობამ“, არის და უნდა გახდეს ამ პარტიისა და მისი ანასხლეტების სასიკვდილო განაჩენი

ზაალ ანჯაფარიძე გამოცემა Eurasia Daily Monitor-ში წერს, რომ მმართველი პარტია მაქსიმუმს გააკეთებს საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე 14 აგვისტოს, „რუსთავი 2“-ის ეთერში „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხებოდა.

ანჯაფარიძის შეფასებით, ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელის მოწერით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არა მხოლოდ ომის საწყება დააბრალა საკუთარ ქვეყანას, არამედ ოკუპაციაში დამნაშავედაც საქართველო გამოიყვანა:

ევროსაბჭოს რეზოლუციის 1633 მე-5 პუნქტი, რომელსაც მშვიდად და უდრტვინველად ხელი მოაწერა „ნაცმოძრაობამ“, არის და უნდა გახდეს სასიკვდილო განაჩენი ამ პარტიისა და მისი ანასხლეტების მიმართ. „ნაცებმა“ ფაქტობრივად, საქართველოს დააბრალეს ომის ინიცირება და დაწყებაც. ოკუპაცია და ბორდერიზაცია კი, სწორედ ამ ომის შედეგია. შესაბამისად, მარტო ომის დაწყება კი არ დააბრალეს საკუთარ ქვეყანას, ოკუპაციაში დამნაშავედაც საქართველო გამოიყვანეს. სწორედ ეს ავბედითი რეზოლუცია, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ ლანგრით მიართვა რუსეთს, არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც სერიოზული პრობლემები ექმნება დეოკუპაციის საკითხში პროგრესს. დავით ბაქრაძეს მოუწია იმის აღიარება, რასაც ასე აქტიურად გაურბიან ხოლმე „ნაცები“. თუმცა, დამნაშავე ხომ ყოველთვის ცდილობს სასჯელისგან თავის დაძვრენას, და „ნაცები“ საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალებით ცდილობენ ამას. თუმცა, ჯიუტ ფაქტებს რა ვუყოთ?!“ - აღნიშნავს ანჯაფარიძე.