მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაალ ანჯაფარიძე: მსოფლიოს კიდევ ერთხელ ეთქვა სათქმელი, რომ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მივდივართ ევროპული საპარლამენტო დემოკრატიისკენ

ზაალ ანჯაფარიძე გამოცემა Eurasia Daily Monitor-ში წერს, რომ მმართველი პარტია მაქსიმუმს გააკეთებს საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად

„ეს იყო ნამდვილი ლიდერის მიმართვა რომელშიც მოცული იყო ყველა საჭირბოროტო საკითხი“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე.

ანალიტიკოსის თქმით, მსოფლიოს კიდევ ერთხელ ეთქვა სათქმელი - რომ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მივდივართ ევროპული საპარლამენტო დემოკრატიისაკენ.

„სხვათა შორის, მიმართვა გამოვიდა საკმაოდ ხისტი რუსეთის მიმართ და უდღეურ ოპოზიციას შეუძლია დაითვალოს რამდენჯერ ახსენა პრემიერმა კრიტიკულად რუსეთი. ერთი სიტყვით, მსოფლიოს კიდევ ერთხელ ეთქვა სათქმელი - რომ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მივდივართ ევროპული საპარლამენტო დემოკრატიისაკენ“,- აღნიშნავს ზაალ ანჯაფარიძე.

ცნობისთვის, 25 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

მთავრობის მეთაურმა გაერო-ს ტრიბუნიდან მიმართა საოკუპაციო ხაზების მეორე მხარეს მცხოვრებ თანამემამულეებს და აღნიშნა, რომ საქართველოს სურს და შეუძლია მათთვის ამ ყველაფრის გაზიარება.

პრემიერმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ სამწუხაროდ გაერო-ს შექმნიდან 75 წლისთავზე ჩვენ კვლავ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც გაერო-ს ქარტიით განსაზღვრული საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები ყოველდღიურად ირღვევა.

გიორგი გახარიამ გაერო-ს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.