მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაალ ანჯაფარიძე სახალხო დამცველზე: არ ეშვება „კეთილი ზრახვებით“ შეფუთულ პატარ-პატარა მაწაკობას

ზაალ ანჯაფარიძე სახალხო დამცველზე

არ ეშვება „კეთილი ზრახვებით“ შეფუთულ პატარ-პატარა მაწაკობას, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

„არ ეშვება „კეთილი ზრახვებით“ შეფუთულ პატარ-პატარა მაწაკობას.

ჩაუტარებენ კარანტინში მყოფთ „допрос с пристрастием“, მერე გამოაცხობენ კრიტიკულ დასკვნას, რომელიც ოპოზიციასა და სხვებს ორიოდე კვირა ეყოფათ სალაყბოდ“,- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველი საკარანტინო სივრცეების მონიტორინგს იწყებს. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შეისწავლიან ყველა ადგილს, სადაც პირთა სავალდებულო მოთავსება ხორციელდება. 

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მონიტორინგის მიზანია ინდივიდუალური საჭიროებების დროული გამოვლენა და სახელმწიფო უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდება.