მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

გირჩის ლიდერი

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარად იყრის კენჭს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„გადავწყვიტე „გირჩის“ სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში. წინასწარი კონსულტაცია მქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც დამიდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ჩემს ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში,“ - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

მისი თქმით, „გირჩმა“ აღნიშნული გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების მიერ ერთიან კანდიდატებზე შეუთანხმებლობის გამო მიიღო.

„რამდენიმე კვირის წინ „გირჩმა“ მიიღო გადაწყვეტილება გამოთიშოდა ოპოზიიციის შიგნით მიმდინარე, მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცესს. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სურვილით, გაადვილებულიყო შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე. მე საჯაროდ დავუჭირე მხარი „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, ელენე ხოშტარიას და ვრჩები ამ გადაწყვეტილების ერთგული.

იმის გამო, რომ დროში გაიწელა თბილისის 6 ოქლის გარდა, სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი, „გირჩმა“ მიიღო გადაწყვეტილება ჩაერთოს მაჟორიტარულ არჩევნებში.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ჩემი აქტიური ჩართულობა „გირჩის“ წინასაარჩევნო კამპანიაში ქვეყნის მასშტაბით, რთულად წარმომიდგენია „გირჩის“ მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში ისე, რომ მე არ ვიყო კანდიდატი რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში“,- აღნიშნავს პარტიის ლიდერი.

ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღირეთში მის კონკურენტს „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ვოლსკის საჯარო დებატებში იწვევს.

„იმედი მაქვს ეს კეთილგანწყობა გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან, „საბჭოთა საქართველოზე ოცნებიდან“ ჩემი კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთის ოლში იქნება გია ვოლსკი, რომელსაც ამ წუთიდან ვიწვევ საჯაროდ სასაუბროდ ქვეყნისთვის საჭირბოროტო ნებისმიერ თემაზე, იქნება ეს ეკონომიკა თუ იქნება ეს დეოკუპაცია, მისთვის მისაღებ ნებისმიერ მედია პლატფორმაზე, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში,“ - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები ახალი მოდელით, 120/30-ზე ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში 120 დეპუტატი და 30 მაჟორიტარი იქნება.

თბილისში 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქია წარმოდგენილი, რაც შეხება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას, აქ 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქია შექმნილი.