მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ქადაგიძე: ხვალინდელი დღის იმედისმომცემ განცდას ქმნის ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის 100-მილიონიანი ქველმოქმედება

ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებელი

ყველანაირ ეკონომიკურ კრიზის გადაჭრის სახელმწიფოს სწორი მენეჯმენტი და ნებისმიერ ვირუსს დაძლევს მოქალაქე, რომელსაც ხვალინდელი დღის შიში არ გააჩნია!“ - ამის შესახებ ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებელი ზურაბ ქადაგიძე აცხადებს.

მისი თქმით, თითოეულ მოქალაქეს გათვითცნობიერებული გვაქვს ის ეკონომიკური პრობლემები, რასაც კოვიდ-19 ქმნის და პოსტვირუსულ პერიოდში შექმნის.

„საამაყოა, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები და ორგანიზაციები მაღალ შეფასებას აძლევენ სახელმწიფოს სწორ მმართველობას ისეთ არაპროგნოზირებად გამოწვევასთან, როგორიც ვირუსი და პანდემიაა. მისასალმებელია ასეთი საერთაშორისო მხარდაჭერა და ფინანსური დახმარების მზაობა. 

თითოეულ მოქალაქეს გათვითცნობიერებული გვაქვს ის ეკონომიკური პრობლემები, რასაც კოვიდ-19 ქმნის და პოსტვირუსულ პერიოდში შექმნის, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას კიდევ უფრო აძლიერებს და ხვალინდელი დღის იმედისმომცემ განცდას ქმნის ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის 100-მილიონიანი ქველმოქმედება, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერის უპრეცედენტო მოვლენაა.

ყველანაირ ეკონომიკურ კრიზის გადაიტანს კონსოლიდირებული საზოგადოება, ყველა პრობლემას გადაჭრის სახელმწიფოს სწორი მენეჯმენტი და ნებისმიერ ვირუსს დაძლევს მოქალაქე, რომელსაც ხვალინდელი დღის შიში არ გააჩნია!“ - აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.

ინფორმაციისთვის, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.

StopCoV ფონდის ანგარიშზე ამ დროისთვის 124 543 899 ლარია მობილიზებული.

StopCoV ფონდი მარტის დასაწყისში შეიქმნა და მასში აკუმულირებული თანხა იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.