მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეს არის ფარსი, მიშა და შენდა სამწუხაროდ, ფარსია შენი ბუნებრივი მდგომარეობა - გიორგი გამსახურდია მიხეილ სააკაშვილს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ტვიტერზე ეხმაურება, რომლის თანახმად სააკაშვილი ამბობს, რომ მას აქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია ზვიად გამსახურდიასთან.

გიორგი გამსახურდია ამბობს, მიხეილ სააკაშვილის ბუნებრივი მდგომარეობა ყალბია:

„ძალიან ბევრს ფიქრობდა ზვიადზე, შემდეგ კი, ბუბას, დევის და სხვა პუტჩისტებს საპარლამენტო სიაში სვამდა. ასევე ჟორიკა ჰყავდა და ჰყავს გმირად, ირინა სარიშვილთან ერთად. ეს არის ფარსი მიშა და შენდა სამწუხაროდ, ფარსია შენი ბუნებრივი მდგომარეობა“, - წერს გიორგი გამსახურდია.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას გარკვეული თვითიდენტიფიკაცია აქვს ზვიად გამსახურდიასთან.

როგორც სააკაშვილი ამბობს, 90-იანი წლების შემდეგ, ძალიან ბევრს ფიქრობდა ზვიად გამსახურდიაზე ხიბულაში:

„დიახ, მე მაქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია იმ გაგებით, რომ ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას და ძალიან განვიცდიდი აი, ამ მიტოვებულ, დამოუკიდებლობის მომტან პრეზიდენტს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია „თავისუფლება მიშას“ შეიქმნა, რომელსაც ხელს საზოგადოებისთვის ცნობილ პირებთან ერთად, წმინდა სინოდის წევრებიც აწერენ.

14 ოქტომბერს, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება

⭕ „მიმაჩნია, რომ როგორც პრეზიდენტს, ჩემს შვილს შეცდომები არ დაუშვია“ - გიული ალასანია (ვიდეო)

⭕ „ვნანობ, რომ უკრაინას ასეთი პრეზიდენტი არ ჰყავდა“ - ექიმი კომაროვსკი სააკაშვილზე (ვიდეო)

⭕ „მწვანილით დატვირთული მანქანით რომ შემოიპარები, შეურაცხყოფას აყენებ სახელმწიფოს“ - ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილზე