მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თქვენ გგონიათ, ის ადამიანები ვართ, ყოფილი პრეზიდენტის ან რომელიმე ადამიანის ციხეში შიმშილი რომ უხარია?“ - ქადაგიშვილი

 მიხეილ სააკაშვილი არის ის ავანტიურისტი, რომელსაც ყველა მართავს საქართველოს წინააღმდეგ

„თქვენ გგონიათ, ის ადამიანები ვართ, ყოფილი პრეზიდენტის ან რომელიმე ადამიანის ციხეში შიმშილი, რომ უხარია?“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა დაცული იყოს.

„რატომ შიმშილობს პრეზიდენტი? თქვენ გგონიათ, ჩვენ ის ადამიანები ვართ, ყოფილი პრეზიდენტის ან რომელიმე ადამიანის ციხეში შიმშილი ან მისი გარდაცვალება გვიხარია? ეს ჩვენთვის რამე პოლიტიკური დივიდენდია? ჰკითხეთ მის გუნდს. რატომ შიმშილობს და რატომ აშიმშილებენ პრეზიდენტს, რომ მისი შიმშილით და მისი სიკვდილით უნდათ ქვეყანაში სიტუაციის არევა. იქ დასვით ეს კითხვა, აქ ნუ სვამთ.

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მისი კანონიერ პატიმრობაში ყოფნა ყოველმხრივ იყოს დაცული როგორც ჯანმრთელობის, ისე უსაფრთხოების კუთხით“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.