მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზელენსკიმ პირობა დადო, რომ შეეცდება სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას

ვლადიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ის ზრუნავს მისი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე და ეს სააკაშვილსაც ეხება.

„როგორც უკრაინის პრეზიდენტი, მუდმივად ვარ დაკავებული უკრაინის მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების საკითხით. ის შესაძლებლობები, რაც მაქვს, მაძლევს ძალას, რომ ეს განვახორციელო.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ ეს მასაც ეხება. ყველა დაწესებულება, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი საელჩოები, რომლებიც მუშაობენ საქართველოსა და უკრაინაში მოღვაწე საქართველოს ელჩის დონეზე, ჩვენი მინისტრთა კაბინეტის საუბრის დონეზე, ჩვენ ყველა დაკავებული ვიქნებით ამ საკითხით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა ადრე განაცხადა, რომ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროები აწარმოებენ კონსულტაციებს სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.

ინფორმაციისთვის, 1-ელ ოქტომბერს დილას, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებდნენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდნენ.

1-ელ ოქტომბერს საღამოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხეშია.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, დღეს 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ სააკაშვილი კიევისგან ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს.

2 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

ამავე თემაზე:

🔴 „მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში“ - ირაკლი კობახიძე

🔴 სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას - უკრაინელი ექსპერტი

🔴 „არ გამოვრიცხავ, ქართულმა სახელმწიფომ უკრაინას გადასცეს მიხეილ სააკაშვილი“ - ვახტანგ ძაბირაძე

🔴 „უკრაინის პრინციპული პოზიციაა, არ ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში“ - უკრაინის საგარეო უწყება