მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

26 სექტემბრიდან აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

აჭარა მწვანე ზონა გახდა

26 სექტემბრიდან აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც აიკრძალება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში ეპიდემიის გავრცელება სტაბილიზაციის ეტაპზეა, რის გამოც შეზღუდვები დიდი ხნის განმავლობაში არ უნდა გაგრძელდეს.

„ახლა ვართ იმ ეტაპზე, რომ ეპიდემია მიდის სტაბილიზაციისკენ, ამდენად მობილობის შეზღუდვის დროებითი ზომა იქნება გადამწყვეტი. გვესმის, რომ ამას გარკვეული დისკომფორტი ახლავს, თუმცა ეს გრძელვადიან პერიოდში კარგ შედეგს მოგვცემს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, აჭარის რეგიონში აღნიშნული შეზღუდვები დაახლოებით ორი კვირა გაგრძელდება.

ინფორმაციისთვის, 25 სექტემბრიდან, აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, ხოლო 22:00 საათის შემდეგ რესტორნებს მუშაობის უფლება აღარ ექნებათ.

ბოლო მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის დიაგნოზით 497 პაციენტი კოვიდკლინიკებში, ხოლო 660 პირი საკარანტინო სივრცეებში რჩება.