მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადიგენში ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ადიგენში „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადავიდნენ

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეჭლას ორ მაცხოვრებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი აჭარაში, ქორწილში იმყოფებოდნენ. თანასოფლელები ადიგენში დაახლოებით, 10 დღის წინ დაბრუნდნენ, მამაკაცს ვირუსი 19 სექტემბერს აღმოაჩნდა, ქალს კი 20-ში.

კარანტინში გადაიყვანეს ინფიცირებული მამაკაცის ცოლ-შვილი და ქალის და-ძმა, მათი მშობლები კი თვითიზოლაციაში რჩებიან. ჭეჭლის ადმინისტრაციულ ერთეულში ადიგენის მერის წარმომადგენლის თქმით, ტესტირება ჩაუტარდათ სოფლების - მოხესა და ღორთუბნის მოსახლეობას, რომლებიც ამავე ქორწილში იმყოფებოდნენ.

თეიმურაზ ბლიაძის თქმით, სოფელ ჭეჭლაში 30-მდე პირის გამოკვლევა მოხდა, ამ ეტაპზე ყველა პასუხი უარყოფითია.

„ქორწილში ნამყოფია ინფიცირებული ქალიც და კაციც. გოგონას ქედაში ჰქონია ანალიზი აღებული და იქიდან მოვიდა პასუხი. არავითარი სიმპრომი არ ჰქონიათ, ბიჭს ველაპარაკე და ახლაც არ აქვს რაიმე სიმპტომი. რადგან ბათუმიდან ჩამოვიდნენ, ამის გამო აიღეს ტესტი. თან ეს ბიჭი ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს ადიგენში და ამის გამო უფრო აიღო ანალიზი“, - ამბობს თეიმურაზ ბლიაძე.