მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალციხეში 70 რქოსანი პირუტყვი მოიპარეს

რქოსანი პირუტყვი

ახალციხის სოფელ ჭაჭარაქიდან, 70 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მოიპარეს. დაკარგული საქონელი სოფლის ოთხ მაცხოვრებელს ეკუთვნის. შემთხვევა, ღამით იმ საძოვარზე მოხდა, რომელიც თურქეთს ესაზღვრება.

ადგილობრივთა ნაწილი ეჭვობს, რომ პირუტყვი მეზობელ სახელმწიფოში გადაიყვანეს. ეჭვის საფუძველს შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ცხენის კვალი აძლევთ, რომელიც ნეიტრალურ ზონაში იკარგება.

მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ პირუტყვი ღამით გაიფანტა და მათი პოვნა მწყემსებმა ვერ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ" პუნქტით დაიწყო, რომელიც განმეორებით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

ეს სამცხე-ჯავახეთში, პირუტყვის ქურდობის და თურქეთში გადაყვანის პირველი შემთხვევა არ არის.