მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალციხეში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა

პოლიციის ლენტი

ავტოსაგზაო შეთხვევა მოხდა ახალციხე-ვალეს გზაზე, სოფელ ივლიტასთან.

მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გადაყირავდა. ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა "იმედში“ შეიყვანა, თუმცა კატასტროფის ბრიგადას ამ წუთებში თბილისში გადაჰყავს.

"საკმაოდ მძიმე დაზიანებებია, ქალა-ტვინის დაზიანება, ქალა ფუძის და კისრის მალების მოტეხილობა, პოლიტრავმაა, მართვით სუნთქვაზეა პაციენტი. თბილისში ვაგზავნით", - გვითხრა კლინიკურმა მენეჯერმა მზია კაკოშვილმა.

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.