მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალციხეში მაღაზია დაიწვა

ახალციხეში მაღაზია დაიწვა

ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ობიექტში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მარკეტში პროდუქცია სრულად დაიწვა.

მეპატრონის განცხადებით, ზარალი დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარამდეა. ზურაბ დურგლიშვილის თქმით, ხანძრის მიზეზი შესაძლოა, ელექტროეერგიის გაყვანილობა იყოს.

ცეცხლი თავდაპირველად მაღაზიის გვერდით მდებარე საცხობის თანამშრომლებმა, 04:00 საათზე შენიშნეს და 112-ში დარეკეს. ადგილზე მეხანძრე-მაშველების სამი ჯგუფი მუშაობდა, თუმცა ხანძრის ლოკალიზება დროულად ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ხანძრის გაჩენის მიზეზი ექსპერტების დასკვის შემდეგ გაირკვევა.

შსს-მ მომხდარეზე გამოძიება სსკ-ის 187 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.