მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალციხეში სეტყვამ მოსავალი გაანადგურა

სეტყვა ნათესებში

ახალციხესა და მის სოფლებში ძლიერი სეტყვა იყო. სტიქიამ ნათესები, ძირითადად, სოფელ წნისში დააზიანა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სეტყვა რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

„ფაქტობრივად, ყველაფერი გაანადგურა. ხე-ხილი, ნათესები, ბოსტნული. დაგვტოვა მოსავლის გარეშე, რა გვეშველება არ ვიცით“, - აცხადებებენ წნისის მაცხოვრებელები.

მერის წარმომადგენლის დავით პაპუაშვილის თქით, სტიქიის შედეგად ჩაიკეტა ახალციხე-ბორჯომის ცენტრალური გზა, რომელსაც ნაშალი მიწისგან ამ დრომდე წმენდენ.

„გზა ჩაკეტილია და სოფელში ჯერ არ გამივლია, თუმცა ვიცი რომ ზარალი არის. ამ წუთებში ცენტრალურ გზას ვწმენდთ. ყველა აქაა, პატრული, სპეციალისტები და მოძრაობა მალე აღდგება“, - აღნიშნა მერის წარმომადგენელმა.