მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალციხის ბაზარი ორი დღით დაიკეტება

მონიტორინგი ბაზარში

ახალციხის ცენტრალური ბაზარი შაბათ-კვირას არ იმუშავებს. 4 და 5 აპრილს „ალფა მარკეტის" დაკეტვის გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ სადეზინფექციო სამუშაოების გამო გადაწყვიტა. ბაზრის დირექტორი ვახტანგ ქართველიშვილი აცხადებს, რომ ორშაბათიდან სავაჭრო ცენტრი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ახალციხის ცენტრალურ ბაზარში საკვირაო, ტრადიციული ვაჭრობა გაიმართა. ტერიტორიაზე ასობით ადამიანმა მოიყარა თავი, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის წესებს არღვევდნენ. ამის გამო, ახალციხის ბაზარი 15 000 ლარით დააჯარიმეს.