მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახმეტაში სახლი დაიწვა

დამწვარი სახლი ახმეტაში

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლი დაიწვა. მთლიანად განადგურდა იქ არსებული საოჯახო ტექნიკა და ავეჯი.

ადგილზე მობილიზებულია თელავის და ახმეტის სახანძრო-სამაშველო რამდენიმე ეკიპაჟი. მეხანძრე- მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტროგაყვანილობა გახდა.
ადგილობრივი მერიაში აცხადებენ, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედებენ და დაზარალებულ ოჯახს ყველა საჭირო დახმარებას გაუწევენ.