რეგიონი

ალვანში მოსახლეობა „ენერჯი გრუპის“ წარმომადგენლებს დაუპირისპირდა

ატენში მოსახლეობა გზის დაგებას ითხოვს
14:32 23.05
დაკოპირებულია

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა სოფელ ქვემო ალვანში ადგილობრივებსა და კომპანია „ენერჯი გრუპის“ წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრას.

შელაპარაკების მიზეზი გახდა ის, რომ მოსახლეობის თქმით, თუშეთის გზის 36- ე კილომეტრზე გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე დაუარულებელია.

ტექნიკა კი, რომელიც ადგილზეა მობილიზებული, ამორტიზებულია და შესაბამის სამუშაოს ვერ ასრულებს. მათ როგორც სატრანსპორტო გადაადგილების, ასევე საქონლის გადარეკვის პრობლემაც აქვთ.

მოსახლეობა კომპანიის წარმოამდგენელს 5 მაისს დატრიალებული ტრაგედიის შესახებაც სთხოვდა პასუხს, როცა გზის გაწმენდითი სამუშაოს შესრულების დროს მუშა დაიღუპა.

ადგილზე იმყოფებოდა ახმეტის საკრებულოს ოპოზიცია. ნაც. მოძრაობის წევრი, შაქრო ტერტერაშვილი აცხადებს, რომ გაუგებარია რას ხმარდება თანხა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გზის გაწმენდითი სამუშაოს შესრულებისთვის იხარჯება.

ტენდერში გამარჯვებული ენერჯი გრუპის წარმომადგენელი, გიორგი წუკლაური მოსახლეობას დაპირდა, რომ 25 მაისიდან გზის გაწმენა დაიწყება. მისივე თქმით, ის კომუნიკაციაშია საგზაო დეპარტამენტთანაც და ადგილზე სპეციალისტების ჯგუფს ჩაიყვანს.

პრობლემასთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მოსახლეობა თუშეთის გზის გაუწმენდაობას აპროტესტებს. ისინი თითქმის ყოველ გაზაფხულზე იკრიბებიან და იგივე პრობლემაზე საუბრობენ. ხელისუფლება კი ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მხოლოდ მას შემდეგ იწყებს, რაც თუშების პროტესტი მძაფრდება.

იპოთეკური სესხი

სახელმწიფო იპოთეკურ სესხებზე ნაწილობრივ...

სახელმწიფო იპოთეკური სესხის ამღებ პირებს 20%-იან გარანტორად ჩაუდგება. ამის შესახ...
გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. ამ დროისთ...
21:47
აქციას „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ მარნეულის მუნიციპალიტეტი შეუერთდა. აქციაში მონაწილეობა...
21:47
15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება - ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აქტი...
21:38
ხვალ, 29 მაისს, 11:00 საათზე, იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ (MKD Law) უფროსი პარტნიორის, კომპანია „ლი...
21:22
კომუნიკაციების კომისია მედიის მნიშვნელობაზე კომუნიკაციების კომისია „კავკასუს ონლაინისთვის...
„კომუნიკაციების კომისია კომპანია „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების...
დავით ჩიხელიძე: პრემიერი და ოპოზიცია, რო...
პრემიერის მხრიდან მოვისმინეთ საქმიანი, ფაქტებზე დაფუძნებული სიტყვა, რომელიც ნათლ...
რუხში მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფარი აშე...
საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი“ რუხში მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის ც...
18:21
საქართველოში კოვიდინფიცირებული პაციენტებ...
საქართველოში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები...