მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ოკუპაცია გააპროტესტეს

აფხაზეთის ოკუპაციის გაპროტესტება

აფხაზეთი-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან, საბერიო-ფახულანის მონაკვეთზე სამოქალაქო მოძრაობა „ხმის“ წარმომადგენლებმა ოკუპაცია კიდევ ერთხე დაგმეს. ისინი ადგილზე საქართველოს, აშშ-სა და ევროკავშირის დროშებით მივიდნენ.

„მთავარი მიზანია ოკუპაციის დაგმობა. რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს. რა თქმა უნდა, ყოველთვის ცდილობთ სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით გავაქტიურდეთ. ახალგაზრდებს მივცეთ იმის სტიმული, რომ ოკუპაცია არის ყველაზე დიდი და მთავარი პრობლემა დღეს ჩვენი ქვეყნის და ყველამ ერთად, განურჩევლად თავისი პოლიტიკური ხედვისა, თუ სხვა განსხვავების მიუხედავად, უნდა ვიბრძოლოთ ერთიანად ამის წინააღმდეგ. რუსეთს უნდა ვუთხრათ და ვაჩვენოთ მსოფლიოსაც, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მიწები დავიბრინოთ. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება ომით, ეს რა თქმა უნდა იქნება მშვიდობიანად”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირაკლი ხარჩილავამ.

აქციის მონაწილეებმა ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატუვასთან“ ერთად ე.წ. საზღვრის მიმდებარედ მცხოვრებ ოჯახებს პროდუქტი დაურიგეს.