მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აწყურის მოსახლეობამ თელავი-ახმეტის მაგისტრალი გადაკეტა

აწყურის მოსახლეობამ გზა გადაკეტა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მოსახლეობამ საძოვრებზე გამოცხადებული აუქციონის გამო, თელავი-ახმეტის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა.

საუბარია თეთრი გიორგის მონასტრის მიმდებარედ 23 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ თუ საკითხი სოფლის სასარგებლოდ არ გადაწყდება, პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

ადგილზე მობილიზებული იყო კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც გზის გახსნის შემდეგ, რამდენიმე ახალგაზრდა მოსალაპარაკებლად გადაიყვანეს.

აქციაზე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი. გიორგი ბოტკოველი მხარის გუბერნატორს და მუნიციპალიტეტის მერს მოუწოდებს, სასწრაფოდ შეაჩერონ აუქციონი.

აუქციონის ვადა ხვალ, 17:00 საათზე იწურება.