მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბახმაროდან დამსვენებლების გამოსაყვანად გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა

ბახმაროდან დამსვენებლების გამოსაყვანად გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბახმაროში ჩარჩენილი დამსვენებლების გამოსაყვანად, ბახმარომდე მისასვლელი გზა გაიწმინდა, ამ დროისთვის ყველა მათგანს შეუძლია კურორტის უსაფრთხოდ დატოვება.  ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, კვლავ აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმაროს) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მიმდინარე წლის 18 ნოემბრიდან.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე შეზღუდვა, გასული წლების მსგავსად, სეზონურად მოქმედებს და აკრძალვა გაუქმდება გაზაფხულზე, ამინდის ცვალებადობის მიხედვით. გზის გაწმენდა იმ ადამიანების დასახმარებლად გახდა საჭირო, რომლებიც აკრძალვის მიუხედავად, ბოლო დღეების განმავლობაში, ბახმაროს ტერიტორიაზე შევიდნენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს დამსვენებლებს და ტურისტებს, მათივე უსაფრთხოების მიზნით გაითვალისწინონ გზებზე დაწესებული შეზღუდვები და დამეორჩილონ აკრძალვას, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი გართულებები.