მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დღეიდან Covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს პალატა

კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ჩაერთო. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა Covid-19 ინფიცირებული პაციენტების მიღებას დღეიდან შეძლებს.

კლინიკა აღიჭურვა იმ სამედიცინო ინვენტარითა და აპარატურით, რომელიც საჭიროა Covid19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების მისაღებად.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 170 პაციენტის მიღებას შეძლებს.

აჭარაში კორონავირუსისა და ასევე, ცხელების ნიშნების მქონე პაციენტების სამართავად 4 კლინიკაა მობილიზებული.

სამედიცინო პერსონალმა გაიარა შესაბამისი გადამზადება, რაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან კვალიფიციური მუშაობისთვის არის საჭირო. შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე ახალი საავადმყოფოს სასწრაფო წესით აღჭურვისათვის შეძენილ იქნა დამატებით 27 მართვითი სუნთქვის აპარატი , 170 მრავალფუნქციური და საპალატე საწოლი, სამედიცინო აპარატები და აღჭურვილობა, რაც საჭიროა პაციენტთა სრული სერვისისთვის.