მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი აქვს

რესპუბლიკური საავადმყოფო ბათუმში

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს სოლომონ ფუტკარაძეს კორონავირუსი აქვს, თუმცა ის უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ბინაზე მკურნალობს. ამის შესახებ PIA.GE-ს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გია კიკაბიძემ განუცხადა.

„კორონავირუსი 10 დღის წინ დაუდასტურდა. კარგად არის, არაფერი სჭირს. უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. კომპიუტერი ორჯერ გადაიღო, ფილტვებში არაფერი აქვს, სიცხეც არ აქვს.მკურნალობა არ სჭირდება. სახლშია და კლინიკას იქიდან დისტანციურად ხელმძღვანელობს. დღეს ანალიზი ჩააბარა და PCR ტესტის პასუხს ველოდებით“,- აღნიშნა გია კიკაბიძემ.

ინფორმაციისთვის, აჭარა ახალი შემთხვევების რაოდენობით ლიდერობს და ისევ წითელ ზონად რჩება. ბოლო 24 საათში იქ კორონავირუსი 168 ადამიანს გამოუვლინდა.