მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში ოპოზიციის აქცია განახლდა

აქცია ბათუმში

ბათუმში, მთავრობის სახლის წინ, ოპოზიციის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. ისინი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა არ უნდა ჩატარდეს.

შენობის შესასვლელთან მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეები პროტესტს სიგნალით გამოხატავენ და სხდომისთვის ხელის შეშლას ცდილობენ.

სამართალდამცველები აქტივისტებს ტროტუარზე გადასვლისკენ მოუწოდებენ.

👉 ინფორმაციისთვის, ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების პროტესტი მესამე დღეა აქტიურად მიმდინარეობს.

👉 30 ნოემბერს სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.