მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოდბისხევში მოვაჭრეები მხეუთე თვეა საკვირაო ბაზრის გახსნას ითხოვენ

გარემოვაჭრეების პროტესტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში უკვე მეხუთე თვეა მოვაჭრეები საკვირაო ბაზრის გახსნას ითხოვენ. პანდემიის გამო დახურულმა ობიექტმა თვითდასაქმებულებს მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები შეუქმნა.

მათ ადმინისტრაციასა და ხელისუფლებას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს.

მათივე თქმით, იყო დაპირება, მაგრამ საკითხი ისევ მოუგვარებელია.

ადგილობრივები, რომლებიც ბოდბისხევის ბაზარზე არიან დამოკიდებული, ითხოვენ, რომ რეგულაციის შესაბამისად, არამალფუჭებადი პროდუქტის გაყიდვის უფლება მისცენ.

მოვაჭრეებს ბაზრის ადმინისტრაციაში უპასუხეს. დირექტორის, მარიკა ოსკანოვის თქმით, სამუშაოს შეფერხება პანდემიამ გამოიწვია. გარდა ამისა, ბაზარი სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. მისვე მტკიცებით, დაახლოებით ორ-სამ კვირაში სარეაბილიტაციო სამუშაო დაიწყება.

ისტორიული ბაზარი კი განადგურების პირასაა. 16 წელიწადია, ობიექტს რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

თვითდასაქმებულების თქმით, თუ ბაზარი დროულად არ გაიხსნა, შიმშილის პირას აღმოჩნდებიან, რადგან, მათი თქმით, ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.