მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბულაჩაურში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობაზე 7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

წყლის სამუშაოები ბულაჩაურში

წყალმომარაგების კომპანიამ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურის წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტენდერში მონაწილეობის მსურველებს წინადადებების წარდგენა 5 ნოემბრამდე შეეძლებათ. პროექტის ღირებულება 7 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

ამ დროისთვის სოფელ ბულაჩაურში, მოძველებული და ამორტიზებული სისტემის გამო, არსებული წყლის დებიტი ვერ უზრუნველყოფს მოსახლოების სტაბილურ წყალმომარაგებას.

პროექტი სატუმბო სადგურის, რეზერვუარებისა და წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მოხდება მოსახლოების ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები 18 თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც სოფელ ბულაჩაურის მოსახლოება, დაახლოებით 3000-მდე ადამიანი, 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.