მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დამოუკიდებლობის დღე ახალციხეში მესხური მრავალჟამიერით აღნიშნეს

დამოუკიდებლობის დღე ახალციხეში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ახალციხეში მასშტაბური, ტრადიციული ღონისძიებებით არ აღინიშნა.

დამოუკიდებლობის დღე მოკრძალებულად, დროშების გამოფენით იზეიმა ქალაქმა. ფოლკლორულმა ანსამბლმა "მესხეთმა" ახალციხის ციხეზე "მრავალჟამიერი" და რამდენიმე ხალხური სიმღერა შეასრულა.

ღონისძიებას ახალციხის მერი მოადგილეებთან ერთად და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდა.