მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დუშეთის მერიისა და საკრებულოს წევრები StopCoV ფონდში ხელფასის 10%-ს გადარიცხავენ

დუშეთის მუნიციპალიტეტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს სპეციალური განცხადება

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო უერთდება „ქართული ოცნების“ გუნდის ინიციატივას და მომავალი სამი თვის განმავლობაში, თანამშრომლები კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ სპეციალურ StopCoV ფონდში საკუთარი ხელფასის 10%-ს გადარიცხავენ.

"ვითვალისწინებთ რა კორონავირუსის გამო ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ სიტუაციას, სადაც მრავალი ჩვენი თანამოქალაქე შემოსავლის გარეშე დარჩა, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას და მზად ვართ ასეთი ადამიანებისათვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად საუთარი ხელფასის 10 % გადავრიცხოთ შექმნილ ფონდში. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ ვზრუნავთ ერთმანეთზე და რომ სოლიდარობა ჩვენი პასუხისმგებლობაა." - აცხადებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი.