მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დუშეთის მოსახლეობას მოხალისეებმა სახლში დარჩენის მოწოდებით მიმართეს

მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს

დღეს, ახალი კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში,  დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა შალვა ინაშვილმა, მოხალისეებთან ერთად ქალაქ დუშეთის მოსახლეობას მეგაფონით საშუალებით მოუწოდა, რომ დარჩნენ სახლში და დაიცვან უკვე  ამოქმედებული ე.წ. საყოველთაო კარანტინის წესები.

მოხალისეთა ჯგუფმა  მოსახლეობას გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული  შეზღუდვები, რომლის მიხედვითაც დღეიდან:

 საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი და  21:00 საათიდან იკრძალება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე.

სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე - ქალაქებს შორის.

დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. 

ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით.

იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია.

აკრძალულია 70 წელს ზემოთ  მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

იმ შემთხვევაში, თუ  70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები მათ მიმართ ვალდებულება აქვს, რომ დაეხმაროს ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.

ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მთავრობის ცხელი ხაზი: 144 (ზარი უფასოა)

0(346)221950 - დუშეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

0(346) 221989 - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია

საინფორმაციო შეხვედრები დუშეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიურად გაგრძელდება.