მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ – მესტიის მუნიციპალიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მიმდინარეობს

სისხლის დონაცია მესტიაში

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც შეუერთდნენ.

ამჯერად, სისხლის უანგარო დონაციის აქცია მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, რომელშიც საკრებულოსა და მათზე დაქვემდებარებული სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები ჩაერთვნენ.

სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანიც ჩაერთო.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მესტიის ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით ჟორჟოლიანის თქმით, აქციაში 30-მდე პირი მიიღებს მონაწილეობას.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პირველივე დღეებიდან შეუერთდა. აქციის მიზანია მოქალაქეების დახმარება და სისხლის დეფიციტის შევსება. პროექტს ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის სამტრედიის ცენტრი ახორციელებს.